- 2. პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: ტრადიციული ძველი მესხურ-ჯავახური ფარდაგების ქსოვა და აღდგენა.(ოჯახებში სადაც შემორჩენილია IXI ს-ის ფარდაგების აღდგენა)
- 3. პროექტის აქტუალობა: ჯავახეთი არის მესაქონლეობის გავრცელების რაიონი,კერძოდ წვრილფეხა მესაქონლეობის-ცხვრის. რეგიონში არსებული ცხვრის მატყლის ათვისება.(რეცხვა,ჩეჩვა, დართვა, შეღებვა და ქსოვა). აუცილებელია ამ დარგის აღდგენა, განვითარება და პოპულარიზაცია, რომლითაც ეს რეგიონი ოდითგან იყო ცნობილი. არ არსებობს ოჯახი სადაც არ ჰქონდეთ შემორჩენილი ძველი ჯავახური ფარდაგი. ახალმა თაობამ არ იცის თუ რა ძვირფასი ნივთია თითოეული ფარდაგი და არ უფრთხილდებიან.
- 4. პროექტის მიზნები: რეგიონში არსებული ძველი ფიჩვ-ხალიჩების ქსოვის აღდგენა.მივიწყებული ფარდაგების აღდგენა-რესტავრაცია.
- 5. მონაწილეთა ასაკი:15-17 წელი
- 6. ვადები/ ხანგრძლივობა: სწავლის მსვლელობისას 3(სამი) თვე
- 7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: აღდგება ძველი ფარდაგების ქსოვა. მატყლის დამუშავება: გარეცხვა, დაპენტვა, დაჩეჩვა, დართვა,შეღებვა და ქსოვა. ასევე მოსწავლეები ისწავლიან ფერთა შეხამებას ფერების მიღებას და უზორების ამოღებას. მარტალია ფარდაგების ქსოვა ძალიან შრომატევადია, მაგრამ შედეგისაუკუნეებს უძლებს.
- 8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტოაპარატი,ინტერნეტი, მატყლი,საჩეჩი, სართავი,საქსოვი დაზგა,ჰოვა(საბეჭი) მაკრატელი, საღებავები მატყლის შესაღებად.
- 9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): პირველ რიგში ჩემს იდეას გავაცნობ ბავშვებს და მოვუყვები პროექტის შესახებ.გამოხატული სურვილისდა მიხედვით ჩამოვაყალიბებ ჯგუფებს. I ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ოჯახებში ძველი ჯავახური ფარდაგების ფოტოები. II ჯგუფს დავავალებ გამოკითხონ მოხუცებს ძველი ამბები.როგორ ქსოვდნენ ფარდაგებს,როგორ ამუშავებდნენ მატყლს და ა.შ III ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ის მცენარეები რომლის საშუალებითაც ხდებოდა ბუნებრივი გზით ფერების მიღება.
- 10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, ქართული, ისტორია,ისტ-ი.
- 11. პროექტის ხელმძღვანელი: გურანდა ხმალაძე
- 12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:khmaladzeguranda@gmail.com
Wednesday, July 31, 2013
1. პროექტის სახელწოდება:ჯავახური ფარდაგი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment